ნეურექსანი ® არის ბუნებრივი საშუალება, რომელიც გეხმარებათ გადალახოთ ყოველდღიური გამოწვევები სიმშვიდის შესანარჩუნებით. იგი გაგათავისუფლებთ სხვადასხვა ფორმის მოუსვენრობის, ნერვოზულობის, შფოთვის და მასთან დაკავშირებული ძილის დარღვევებისგან. იმისთვის, რომ დღისით თავი იგრძნოთ მშვიდად და გაწონასწორებულად, ღამით კი გაგიუმჯობესდეთ ძილის ხარისხი.
ცხოვრება სავსეა შესაძლებლობებით, მაგრამ ასევე ბევრია გამოწვევებიც. დრო ძალზე ძვირფასია ყველა ჩვენგანისთვის. ამიტომაც მცირე დროში ყველაფრის მოსწრებას ვცდილობთ, იქნება ეს: კარიერა, პირადი ცხოვრება, ფიტნესი, ჰობი თუ სოციალური აქტივობები მეგობრებთან ერთად. აქედან გამომდინარე რთულდება როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად ამდენ პასუხისმგებლობებთან გამკლავება და თავს ვგრძნობთ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გამოფიტულად. დატვირთული დღის შემდეგ ვცდილობთ ძალები ღამის კარგი ძილით აღვიდგინოთ, მაგრამ ხან ჩაძინება გვიჭირს, ხან ჩაძინების შემდეგ ხშირად გვეღვიძება და ვეღარ ვიძინებთ. მეორე დღეს დილიდანვე დაღლილი ვგრძნობთ თავს და კიდევ უფრო მეტად გვიჭირს ყოველდღიურ, დატვირთულ ცხოვრების წესთან გამკლავება. შესაბამისად იკვრება მანკიერი წრე.
საბედნიეროდ არსებობს გზები თქვენი შინაგანი წონასწორობის აღსადგენად.
ნეურექსანი ® ეფექტურად და ბუნებრივი გზით ეხმარება თქვენს ორგანიზმს შინაგანი ბალანსის აღდგენაში. იგი ამცირებს სტრესის დონეს და ნერვულ დაძაბულობას დღის განმავლობაში, ღამით კი ხელს უწყობს ძილის დარღვევების მოწესრიგებას. ნეურექსანის დახმარებით დილით თავს იგრძნობთ მშვიდად და ენერგიულად, ხოლო ღამით მოგიწესრიგდებათ ძილი.
რამდენიმე სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ნეურექსანს აქვს შემდეგი სასარგებლო თვისებები:
ნეურექსანის® შემადგენლობაში შემავალი ოთხი კომპონენტი მიღებულია ბუნებრივად, ასე რომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ შეიცავს მხოლოდ მცენარეულ და მინერალურ კომპონენტებს. ამ ბუნებრივი კომპონენტების უნიკალური კომბინაცია არის ნეურექსანის® ეფექტურობის გასაღები:
თუ გაწუხებთ მწვავე ან მუდმივი ნერვული მოუსვენრობა და მასთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, რეკომენდებულია შემდეგი დოზა:
ერთი ან ორი ტაბლეტი ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე, 6-ჯერ დღეში.
თუ პირველად განიცდით ან ზოგჯერ გაწუხებთ ნერვული შფოთვა და ძილის დარღვევა, რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:
ერთი-ორი ტაბლეტი ენის ქვეშ სრულ გახსნამდე, 3-ჯერ დღეში.
ნეურექსანი® კარგად გადაიტანება. იგი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებს. ამიტომ მისი მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შეიძლება. თუ ეჭვი გეპარებათ აღნიშნულში, მიზანშეწონილია გადაამოწმოთ ფარმაცევტთან.
ნეურექსანის® ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ თუ გაქვთ ლაქტოზის აუტანლობა კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან. სხვა უკუჩვენება ცნობილი არ არის.
ნეურექსანის® ბუნებრივი კომპონენტების სპეციალური კომბინაცია განაპირობებს თერაპიულ ეფექტს როგორც დღისით, ასევე ღამით: გეხმარებათ შეინარჩუნოთ წონასწორობა დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ თქვენ უფრო განტვირთული ხართ. ეს დამამშვიდებელი ეფექტი აადვილებს დაძინებას და იწვევს ღამით უკეთეს ძილს.
ნეურექსანი® მოქმედებს სწრაფად მას შემდეგ, რაც ტაბლეტი პირის ღრუში იხსნება -აღნიშნული ოდნავ განსხვავდება სხვადასხვა ადამიანში. მიუხედავად ამისა, დამამშვიდებელი ეფექტი უნდა დაიწყოს მიღებიდან პირველი საათის განმავლობაში.